Please follow and like us:
მთვრალი ალუბალი
ხმები: 1
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 3 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 3 საათი
მთვრალი ალუბალი
ხმები: 1
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 3 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 3 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. ვაცხობთ ჩვეულებრივად 10 კვერცხიან ტორტის ბისკვიტს კარგად ამოვიყვანოთ 10 კვერცხის ცილა, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 10 გრამი ვანილი, 10 სუფრის კოვზი შაქარი, 6 კვერცხის გული, 4 კვერცხის გული შეინახეთ კრემის მოსამზადებლად, ბოლოს გამორთეთ მიქსერი და ხელით ნაზად შეურიეთ გაცრილი 10 სუფრის კოვზი ფქვილი. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში ცხიმწასმულ ფორაში 180 გრადუსზე.
  2. ცალკე დაკურკული ალუბალი 500-700 გრ დავალბოთ კონიაკში 3 საათის განმავლობაში კრემი-4 კვერცხის გული,1 ცალი ჩვეულებრივი შედედებული რძე,ნახევარი ჭიქა შაქარი,2 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა,სქელძირიან ქვაბში მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუგებამდე,ცხელში ჩავუმატოთ ვანილი.რომ გაცივდება შევათქვიფოთ კარგად ამოყვანილი კარგი ხარისხის 300 გრამი კარაქი.
  3. გამომცხვარ ბისკვიტს მოვაჭრათ ქუდივით თხელი ფენა,ამოვუღოთ გული , ისე რომ კიდეები თხელი დარჩეს, მთვრალი ალუბლები ამოვიღოთ კონიაკიდან და შევურიოთ კრემს,, ცოტა კრემი დატოვეთ ზემოდან გადასასმელად, ამოღებული ბისკვიტის გული დავფშვნათ და ისიც შეურიეთ ალუბლიან კრემს, ბისკვიტიდან ამოღებული გული და შეურიოთ კრემს, კარგად ამოავსეთ ბისკვიტი ამ მასით, დაადეთ ბისკვიტს თავი, გადაუსვით კრემი და მოასხით ზემოდან შოკოლადის მინანქარი
  4. მინანქარი- სქელძირიან ქვაბში- 4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო, 100 გრამი შაქარი, 2 სუფრის კოვზი წყალი, 50 გრამი კარაქი, ყველაფერი ერთად წამოადუღეთ მუდმივი მორევით დაბალ ცეცხლზე, შაქრის დადნობამდე და ცხელი გადაასხით ბისკვიტს. ზემოდან ტორტი მორთეთ ფხიზელი ალუბლებით)) და ჩააცივეთ..