Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ვაცხობთ ჩვეულებრივად ტორტის ბისკვიტს კარგად ამოვიყვანოთ 10 კვერცხის ცილა, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 10 გრამი ვანილი, 10 სუფრის კოვზი შაქარი, 6 კვერცხის გული, 4 კვერცხის გული შეინახეთ კრემის მოსამზადებლად, ბოლოს გამორთეთ მიქსერი და ხელით, ნაზად შეურიეთ გაცრილი 10 სუფრის კოვზი ფქვილი. დააცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე. 40-45 წუთის განმავლობაში. მე არ მიყვარს მაღალი ნამცხვრები, შეგიძლიათ 12-15-20 კვერცხიანი ბისკვიტი დააცხოთ.
- სამეფო კრემი - 4 კვერცხის გული(შეინახეთ ბისკვიტის მომზადების დროს,ანუ ბისკვიტს დაუმატეთ 6 კვერცხის გული), 100 გრ შაქარი, 1 ცალი ჩვეულებრივი შედედებული რძე, ყველაფერი ერთად სქელძირიან ქვაბში სწრაფი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ, ცხელში ვუმატებთ 10 გრამ ვანილს. კრემი უნდა გაცივდეს კარგად. ცალკე ამოვიყვანოთ 300 გრამი კარგი ხარისხის კარაქი, შევურიოთ ნელ-ნელა ამოყვანილ კარაქს გაცივებული კრემი. სამეფო კრემი ყველაზე მეტად უხდება ხილს და კენკროვანს ჩემი აზრით..
- გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით შუაზე და ორივე მხარე კარგად დავნამოთ ტკბილი კონიაკიანი მარწყვის წვენით, წაუსვით კრემი, კრემს მოაწყვეთ მარწყვი დააფარეთ ბისკვიტის მეორე ნახევარი, გადაუსვით კრემი და ზემოდანაც მორთეთ თქვენი სურვილით. მოსართავად შეგიძლიათ ჩვეულებრივიმოხარშული კრემი გამოიყენოთ.
10 გრ.ვსნილი თუ 1 გრ. მგონია შეცდომაა…და კიდევ გტხოვთ მიტხარით,რამდენი დიამეტრი ფორმაა 10 კვერცხზე? გმადლობთ!!!
10 გრამი შაქრიანი ვანილი ვიგულისხმე.
დორმა 22-25სმ. დმ.