Please follow and like us:
ინსტრუქცია
- კარგად გარეცხილ მარწყვს ჯერ ხელით ვაპკურებ არაყს, რომ ხარშვისას მარწყვი არ ჩაიშალოს. შემდეგ კილოგრამ მარწყვზე ვაყრი კილოგრამ შაქარს. მურაბა მოამზადეთ ემალის ჭურჭელში. დადგით 1-2 საათის განმავლობაში, მარწყვის წვენის გამოყოფამდე.
- შემდეგ დავადგათ საშუალო ცეცხლზე და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში შემდეგ გამორთეთ, კარგად გაცივდეს, ისევ დაადგით და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. ასე გაიმეორეთ 4-ჯერ. ხარშვის დროს დაუმატეთ ლიმონმჟავა ან 1 ცალი ლიმონის წვენი, კარგი ფერი რომ ქონდეს მურაბას. ჯამში 1 საათი უნდა დუღდეს. ცხელი ჩაასხი ქილებში.