Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 1 თავი კომბოსტო
- 700 გრ ნიგოზი
- 2 ცალი სტაფილო
- 6 კბილი ნიორი
- 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
- 1 ცალი ხახვი
- 50 გრ ქინძი
- 50 გრ ოხრახუში
- მარილი გემოვნებით
- წითელი პილპილი გემოვნებით
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- კომბოსტოს ფოთლები უნდა მოიწალოს, როგორც ტოლმის მომზადების დროს ვწალავთ ადუღებულ მარილიან წყალში, მაგრამ ამ შემთხვევაში 2- წუთი გააჩერეთ წყალში, რომ ცოტა დარბილდეს კომბოსტოს ფურცლები, ძალიან არ ჩახარშოთ, შემდეგ ამოიღეთ დიდ თასზე და ცალცალკე დააფინეთ რომ გაშრეს. კომბოსტოს ფოთლებს მაგარი ნაწილები მოაჭერით და ნიგოზის შემდეგ ეს მაგარი ნაწილებიც გაატარეთ და შეურიეთ საკმაზს. გატარებულ ნიგოზს დაუმატეთ გატარებული ნიორი, ყვითელი ყვავილი, წითელი წიწაკა და გამოადინეთ ცოტა ზეთი, კარგად უნდა დასრისოთ ხელით და დაიწყებს ზეტი გამოსვლას, ამ დროს წვეთ-წვეთობით უნდა დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ცივი წყალი და უფრო მეტი ზეტი გამოვა. რომ შემდეგ თავზე მოასხათ რულეტს. საერთოდ ნიგვზიანებს უხდება ნიგვზის ზეთი.
- .საკმაზს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ჩანაყილი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით,ცოტა ძმარი. შემდეგ აიღეთ ბოსტნეულის საჭრელი დაფა,მართკუთხედის ფორმის,დააფინეთ კომბოსტოს ფოთლები ზეწარივით და საკმაზი გადაუსვით მთელ ზედაპირზე,შეგიძლიათ მოაფინოთ წვრილ ჩხირებად დაჭრილი მოხარშული სტაფილო,შემდეგ გადაახვიეთ რულეტივით და შედგით მაცივარში 2-3 საათი, დაჭრით სუფრაზე გატანის წინ.
უგემრიელესი
გაიხარეთ <3