Please follow and like us:
იოგურტის და ხაჭოს დესერტი
ხმები: 1
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 5 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 5 საათი
იოგურტის და ხაჭოს დესერტი
ხმები: 1
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 5 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 5 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. იყიდეთ დასალევი იოგურტი, სხვადასხვა ხილის იყიდება, მე ალუბლის იოგურტით მოვამზადე. ფერისთვის ცოტა ტორტის წითელი ფერი შევურიე.  იოგურტს შეურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 30 გრამი ჟელატინი,ისეთი ჟელატინი შეიძინეთ რომელსაც აწერია რომ სწრაფად გამხსნადია და წამოდუღება არ სჭირდება.  ჩაასხით ფორმაში და შედგით მაცივარში 2 საათის განმავლობაში.  ფორმას სანამ ჩაასხამთ დესერტს მოუსვით სალფეთქით ზეთი თხლად,რომ შემდეგ გამზადებული დესერტი ადვილად გადმოიღოთ ფორმიდან. 
  2. ცალკე ვამზადებთ ხაჭოს დესერტს  ხაჭოს დესერტი-30 გრ ჟელატინი, უმჯობესია რომელსაც აწერია სწრაფად გამხსნადი, გახვსნათ ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში, კარგად მოურიეთ.  ცალკე 2 კვერცხის გული და 1 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ ვანილი, 500 გრამი ხაჭო, 500 გრამი არაჟანი, აურიოთ კარგათ ყველაფერი, დავასხათ გაწურული ჟელატინი, მოურიეთ კარგად. დაამატეთ თქვენი სურვილით 200 გრ ქიშმიში ან რამე კენკროვანი ხილი თუ გნებავთ,მარწყვი და ჟოლი უხდება სეზონზე.
  3. ხაჭოს გამზადებულ მასას დავასხამთ გამაგრებულ იოგურტს და ფორმას ისევ მაცივარში შედგამთ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ შეგიძლიათ ფრთხილად ამოიღოთ ფორმიდან.