Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 4 კვერცხი და 300 გრ შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი, მწიკვი მარილი,ვანილი, სოდა-ძმრით, მე ვუმატებ 1 სუფრის კოვზ კაკაოს,შეგიძლიათ კაკაო არ დაუმატოთ,დაუმატეთ 1 ჭიქა დაჭრილი ან გატარებული ნიგოზი და 4 ჭიქა ფქვილი. შეგიძლიათ გაყოთ ცომი და ცალცალკე გამოაცხოთ,შეგიძლიათ ერთად გამოაცხოთ და შემდეგ გაჭრათ. ვაცხობთ ცხიმწასმულ ჟარონაზე 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
- კრემი-300 გრამი კარგად ამოყვანილი კარგი ხარისხის კარაქი )და 2 ცალი მოხარშული შედედებული რძე(მოხარშული ზგუშონი) კრემსაც დაუმატეთ 1 ჭიქა დაჭრილი ან გატარებული ნიგოზი. მორთეთ სურვილის მიხედვით შეგიძლიათ გვერდებზე ჩამოჭრილი ნაფშვენებით მორთოთ. მე შოკოლადის მიმანქარს ვასხამ.
- შოკოლადის მინანქარი- 4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო, 2 სუფრის კოვზი წყალი, 50 გრამი კარაქი, 100 გრამი შაქარი,სქელძირიან ქვაბში,მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ. შაქარი კარგად უნდა გაიხსნას.