Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 1 კილოგრამი მჟავე ჯიშის ვაშლი ანტონოვკა ან ბროცკი,გათალეთ და გახეხეთ.დაუმატეთ 1 ჭიქა ზეთი ან 1 ცალი გამდნარი მარგარინი.1 ჭიქა შაქარი,მწიკვი მარილი, 1 შეკვრა ვანილი,1 ჩაის კოვზი გადაასწორეთ თითით სოდა-ძმრით, 1 ფორთოხლის ცედრა და ფორთოხლის წვენი, 3 ჭიქა ფქვილი, ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დააცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ზემოდან მინანქარი გადაასხით ან შაქრის პუდრა მოაყარეთ. მინანქარი-4 სუფრის კოვზი მუქი ფგერის კაკაო,1 სუფრის კოვზი წყალი,100 გრამი შაქარი,2 სუფრის კოვზი ზეთი ან 50 გრამი მარგარინი,კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიიყვანეთ ადუღებამდე.