Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ღერღილი უნდა გარეცხოთ გამდინარე წყალში, მოურიეთ ხელით წრეზე და გარეცხეთ ისე, რომ შავი ნაწილაკბი ზემოთ ამოვიდეს, გაადაქციეთ წყალი და გააგრძელეთ ღერღილის „გათეთრების“ პროცესი, მანამ, სანამ ქათქათა ღერღილს არ მიიღებთ, მე 1 საათის განმავლობაში ვრეცხავ, გადაიტანეთ გარეცხილი ღერღილი სქლელ თუჯის ქვაბში, დაასხით ცივი წყალი ისე რომ ღერღილი დაიფაროს 4 თითის დადებაზე და დაგდით მაღალ ცეცხლზე.
- ამოურიეთ ხის კოვზით და ხარშვის პროცესში პერიოდულად ურიეთ. საშუალო ცეცხლზე მოხარშეთ ღერღილი 60-90 წუთის განმავლობაში. გასინჯეთ. ღერღილის მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ სიმინდის ფქვილი და სწრაფად ურიეთ, რომ კორკოშელები არ გაიკეთოს. დაუწიეთ ცეცხლს და დაბალ ცეცხლზე უნდა იშუშოს 20 -30 წთ-ს განმავლობაში. ღომი მაშინ არის მზად, როცა ქვაბის კიდეებზე ღომი აპკს გაიკეთებს.
- როცა ელარჯს ამზადებთ ღომს 1 მუჭა მანიც დაუმატეთ და მწიკვი მარილიც უხდება,შემდეგ დაჭერით ახალამოყვანილი,რძე რომ გასდის ისეთი სულგუნი ნაჭრებად და ნელ-ნელა ჩაყარეთ ღომში და ჩაზილეთ,კარგად რომ დაიწყებს წელვას უკვე მზადაა,ამოიღეთ სველი ხის ჩოგანით თეფშებზე.