Please follow and like us:
გოზინაყი
ხმები: 4
რეიტინგი: 4.5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 6-8 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 6-8 საათი
გოზინაყი
ხმები: 4
რეიტინგი: 4.5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 6-8 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 6-8 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. 1 ჭიქა თაფლზე გვჭირდება 4 ჭიქა ნიგოზი დავჭრათ ნიგოზი გრძელ,თხელ ფირფიტებად. მე პირადად არ ვხალავ ნიგოზს, შეგილიათ მოხალოთ და კანი გააცალოთ. მე თუჯის ქვაბში ვამზადებ თაფლი ჩაასხით ქვაბში, დაადგით ნელ ცეცხლზე, თან ურიეთ ხის კოვზით. წამოდუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. თაფლი რომ არ გამუქდეს და დაგეწვათ რამდენჯერმე გადმოდგით ცეცხლიდან. მე 4-5 ჯერ ვაცივებ.
  2. თაფლს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და აცადეთ სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება, შაქარს რაც უფრო მეტს დაამატებთ უფრო მაგარი გამოვა გოზინაყი, მე რბილი მიყვარს და 1 სუფრის კოვზზე მეტს არ ვუმატებ. თაფლი ფერს რომ შეიცვლის, რამდენიმე წვეთი ცივ წყალში ჩაუშვით, თუ გამკვრივდება ესეიგი შეგვიძლია ჩავამატოთ ნიგოზი, თან მუდმივად ურიეთ ხის კოვზით. ნიგოზმა თაფლი მთლიანად უნდა შეიწოვოს.კიდევ გააჩერეთ 5 წუთი გოზინაყი ცეცხლზე თან ურიეთ. შემდეგ გადმოიღეთ წინასწარ გამზადებულ ხის სველ ფიცარზე, სველი ხელით გაასწორეთ, შემდეგ გააბრტყელეთ 1-2 სმ.სისქეზე. ცხელი დაჭერით სასურველ ნაჭრებად.