გოგრის მურაბა
ინგრედიენტები
ინსტრუქცია
  1. გოგრა გარეცხეთ კარგად, გათალეთ. დაჭერით სასურველ ნაჭრებად. თუ ფიგურული დანით დაჭრით, მურაბა უფრო ლამაზი გამოვა
  2. ცალკე 2 ლიტრ წყალში კარგად გახსენით 2 ჩაის კოვზი სოდა და დაასხით დაჭრილ გოგრას. 1 ლიტრაზე გამოიყენეთ 1 ჩაის კოვზი სოდა. სოდიან წყალში გოგრა გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და 5 წუთის განმავლობაში დატოვეთ გამდინარე წყლის ქვეშ. გოგრა გადაიტანეთ ემალის ჯამში.
  3.   ცალკე ვამზადებთ სიროფს. 1 კილო შაქარს დავასხათ, ნახევარი ლიტრა წყალი, 1 ლიმონის წვენი და კარგად მოვურიოთ, დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ სიროფი 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ცხელი სიროფი დავასხათ გოგრას და გავაჩეროთ 5 საათი. შემდეგ დავადგათ გაზზე, ვადუღოთ მაღალ ცეცხლზე, რომ არ დაიშალოს გოგრა ვადუღოთ მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში. არ მოურიოთ ხარშვის დროს. გამოვრთოთ და ისევ გავაჩეროთ 5-6 საათი. ასე უნდა გაიმეოროთ კიდევ 3-ჯერ. ანუ, სულ ვადუღებთ 5-5 წუთი-4-ჯერ, 5 საათის შემდეგ. ბოლოს ცხელი ჩაასხით ქილებში შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით დაუმატოთ ხარშვისას ვანილი, დარიჩინის ჩხირი და 4- ცალი მიხაკი ძალიან გემრიელია.
Please follow and like us: