Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 250 გრ შავი შოკოლადი
- 150 გრ კარაქი
- 200 გრ შაქარი
- 200 გრ ფქვილი
- 4 სუფრის კოვზი კაკაო
- 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა
- 10 გრ ვანილინი
- მწიკვი მარილი
- 3 ცალი კვერცხი
- 3 სუფრის კოვზი ზეთი
პორცია:
ინსტრუქცია
- გავადნოთ წყლის აბაზანაზე 250 გრამი შოკოლადი და 150 გრამი კარაქი. ცალკე 3 კვერცხი და 200 გრამი შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ ვანილი, მწიკვი მარილი, 4 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა, თუ გრანულებითაა, გახსენით სულ ცოტა ადუღებულ წყალში და ისე დაუმატეთ. შემდეგ დაუმატეთ დამდნარი შოკოლადი და კარაქი, ბოლოს ვუმატებთ 200 გრამ გაცრილ ფქვილს. დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი. ზეთი აუცილებელია ცომს სხვანაირ სტრუქტურას აძლევს და სისველეს უნარჩუნებს. ძალიან უხდება დაჭრილი ნიგოზი, თხილი ან ნუში, შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით დაუმატოთ.
- ყავა წესით არ სჭირდება, უბრალოდ მე მიყვარს, შოკოლადის გემოს ამძაფრებს და ძალიან უხდება. თქვენი სურვილით დაუმატეთ. გამომცხვარი შოკოლადის ნამცხვარი არ უნდა იყოს ფუმფულა, ამიტომ არ ვუმატებთ გამაფხვიერებელს. თუ გნებავთ ფუმფულა, შეგიძლიათ დაუმატოთ სოდა-ძმრით ან გამაფხვიერებელი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში. შეგიძლიათ მაფინების ფორმაში გამოაცხოთ. ზემოდან კანი მტვრევადი და ხრაშუნა უნდა იყოს გამოცხობის შემდეგ.
- მიირთვით ვანილის ნაყინთან ერთად.
სოდა ძმრით ან გამაფხვიერებელი არ სჭირდება?
წერია. არ ჭირდება. თქვენ თუ გნებავთ ფუმფულა დაუმატეთ. ისე ბრაუნი არ უნდა იყოს ფუმფულა.