Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 200 მლ რძე
- 1 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი
- 4 ცალი კვერცხი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 2 ჩაის ჭიქა ფქვილი
- 50 მლ ზეთი
- 200 გრ ყველის ფირფიტები
- 300-400 გრ ძეხვი
- 50 გრ კარაქი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- 1 ჭიქა თბილ რძეში გახსენით 1 სუფრის კოვზი საფუარი. ცალკე ათქვიფეთ 4 კვერცხი და 1 სუფრის კოვზი შაქარი, ცილას ცალკე თუ ათქვიფავთ უფრო ფუმფულა იქნება , მწიკვი მარილი, ჩაასხით დროჟიანი რძე კვერცხში და კარგად აურიეთ, დაუმატეთ 2 ჭიქა ფქვილი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი. გამოაცხვეთ გახურებულ თხელძირიან ტაფაზე, რომელზეც პერიოდულად მოუსვით ზეთი.როცა გამოცხვება ბლინებს გადაუსვით კარაქი, დააფინეთ ყველის ფირფიტები და დაჭრილი ძეხვი, გადაახვიეთ და დაჭერით რულეტივით.