Please follow and like us:
აჯაფსანდალი
ხმები: 7
რეიტინგი: 4
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
აჯაფსანდალი
ხმები: 7
რეიტინგი: 4
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. აჯაფსანდალისთვის სასურველია ცოტა მოზრდილი, სქელძირიანი ქვაბი აარჩიოთ, რათა ყველა ინგრედიენტი კარგად მოთავსდეს. ინგრედიენტები კარგად გარეცხეთ. ცალკე ვხარშავ ლობიოს, ცალკე ვწვავ ზეთში დაჭრილ ბადრიჯანს, ცალკე ვხარშავ დაჭრილ კარტოფილს. კარტოფილთან ერთად ვუმატებ ბრინჯს, მე მიყვარს, თქვენი გემოვნებით მოამზადეთ.
  2. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე, ჩაასხით ზეთი და გაცხელებისთანავე ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კარგად მოიშუშოს, დაუმატეთ მარილი, ნიორი, გახეხილი ან წვრილად დაჭრილი სტაფილი, დაჭრილი წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, კარგად მოთუშეთ ყველაფერი, შემდეგ დაუმატეთ შემწვარი ბადრიჯანი, ლობიო, კარტოფილი, დაასხით გახეხილი კანგაცლილი პომიდორი, შეგიძლიათ დაუმტოთ 1 სუფრის კოვზი ტომატი. თქვენი გემოვნებით დაუმატეთ მწარე წიწაკა ან აჯიკა. კარგად აურიეთ,დაუმატეთ 1 ჭიქა წყალი. დაუმატეთ იმ რაოდენობის წყალი, როგორი სისქის კერძიც გსურთ მიიღოთ . ხარშეთ ნელ ცეცხლზე მაქსიმუმ, 10-15 წუთი. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი- ოხრახუში,ქინძი,რეჰანი.