Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 5 ცალი კვერცხი
- 0.5 ჩაის კოვზი მარილი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 200 მლ თბილი წყალი
- 1 კგ პურის ფქვილი
- 250 გრ ნაღების კარაქი
- 30 მლ ზეთი
- 1.5 კგ იმერული ყველი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- 5 კვერცხი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1 ჭიქა ნელთბილი წყალი და ფქვილი რამდენსაც შეიზელს. ცომი კარგად მოზილეთ, ისე, რომ ბოლოს ხელზე არ გეკრებოდეთ. შემდეგ გადააფარეთ და გააჩერეთ ნახევარი საათი.
- დაადგით დიდი ქვაბით წყალი, როცა ადუღდება დაუმატეთ მარილი და 2 სუფრის კოვზი ზეთი.
- ცალკე გაადნეთ 200-300 გრამი კარაქი. შემდეგ ცომი გაყავით 10 ტოლ ნაწილად და გააბრტყელეთ საცხობი ფირფიტის ზომაზე. პირველ ფენას არ ვდებთ მდუღარე წყალში, ჩვეულებრივად ვაფენთ ცხიმწასმულ ჟარონაზე. ეცადეთ გვერდებიც ამოუყვანოთ პირველ ფენას. არც ბოლო მე-10 ფენას არ ვდებთ მდუღარე წყალში, დანარჩენი 8 ფენა ცალცალკე ჩადეთ 20 წამი და ამოიღეთ, რომ დაწდეს, შემდეგ ვდებთ ჟარონაზე სათითაოდ და ყველა ფენას ვუსმევთ ბლომად დამდნარ კარაქს.
- მე-4 და მე-8 ფენის შემდეგ ვაყრით ბლომად ყველს, ამიტომ სულ ცოტა კილონახევარი ყველი გვჭირდება. შეგიძლიათ მხოლოდ შუაში მოაყაროთ 700-800 გრამი გემრიელი ყველი, უგემრიელესი გამოდის სულგუნითაც.
- შემდეგ დააფარეთ მე-10 ფენაც, ბოლოსაც გადაუსვით კარაქი და ნახევარი საათით შედგით მაცივარში. გამოიღეთ და დაჭერით სასურველ ნაჭრებად. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე.