კითხვა-პასუხი

მინანქარს როგორ აკეთებთ?

მინანქარი:
4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო, 50 გრამი კარაქი, 100 გრამი შაქარი, 2 სუფრის კოვზი წყალი.
სქელძირიან ქვაბში მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე და შაქარი რომ გადნება მზად არის.

თეთრი ფერის მინანქრისთვის თეთრ შოკოლადს ვადნობ წყლის აბაზანაზე ცოტა რძესთან ერთად, რომ ძალიან მშრალი არ იყოს.

თეთრი მინანქარი აგრეთვე მიიღება შაქრის პუდრის და რძის ნაერთისგან.

პასკის ცომი რამდენ ხანს უნდა გავაჩეროთ ფორმებში?

ცომს დილით რომ ჩაზელთ და დაუმატებთ სუნელებს და ქიშმიშს, გადაიტანეთ ფორმებში და უნდა გააჩეროთ 6 საათი. ფორმებშიც უნდა ამოვიდეს ცომი და შემდეგ დაიწყებთ გამოცხობას.

პლასტმასის თავდახურულ კონტეინერში თუ შეიძლება ცომის გაჩერება?

სჯობს ემალის ჭურჭელში გააჩეროთ.

თუ დიდი ხნით არ ინახავთ, რა თქმა უნდა, შეიძლება.

როგორია ორიგინალი რაჭული ვიჩინა?

მე ასე ვაკეთებ. რაჭაში გულსარში გადამდნარ ღორის მუცლის ქონს ამატებენ. ძალიან უხდება. ჩემო თამრიკო, თქვენს ლობიანს რაჭული ვიჩინა მოუხდება გვერდით მიდგმული!

ირინა ქურციკიძე

მაქვს ბოშის გაზქურა ელექტრო ღუმელით. რამდენ გრადუსზე უნდა გამოვაცხო ბეზე?

ბეზე უნდა გამოაცხოთ ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე. ღუმელი ოდნავ ღია უნდა დატოვოთ. შეგიძლიათ ასანთი ჩაუდოთ. გამოსაცხობ ბეზეს ბევრი შაქარი სჭირდება.

Share This